Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაიფციგში დემონსტრანტებთან შეტაკებაში 69 პოლიციელი დაშავდა


პოლიციის ინფორმაციით აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ლაიფციგში 69 წესრიგის დამცველი დაშავდა მემარცხენე ძალების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის დროს მომხდარ შეტაკებაში, რომლის დროსაც პოლიციას ცრემლმდენი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენება დასჭირდა. შეტაკებაში დაზიანდა პოლიციის 50 ავტომობილი. 12 დეკემბერს მემარცხენე ძალების რამდენიმე ასეული აქტივისტი ლაიპციგში უკიდურესად მემარჯვენეთა აქციის მსვლელობას დაუპირისპირა. 13 დეკემბერს პოლიციამ არეულობაში მონაწილე 23 პირი დააკავა მას შემდეგ რაც მემარცხენე აქტივისტებმა ქვები დაუშინეს პოლიციას, ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს და აყრილი ქვაფენილისაგან ბარიკადები აღმართეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი კაცი დაშავდა დემონსტრანტთა მხრიდან.

XS
SM
MD
LG