Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი აპირებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების კიდევ ექვსი თვით გაგრძელებას


ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ევროკავშირი კიდევ ექვსი თვით გააგრძელებს რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს 21 დეკემბერს ევროკავშირის ელჩების შეხვედრისას. ეს ნიშნავს, რომ 2016 წლის 31 ივლისამდე ძალაში დარჩება რუსეთის საფინანსო, ნავთობმრეწველობისა და სამხედრო სექტორების, ისევე როგორც ათობით ინდივიდის წინააღმდეგ მიმართული ზომები. სანქციების გაგრძელებაზე გადაწყვეტილების უფრო ადრე მიღება გასულ კვირაში დაბლოკა იტალიამ, რომელმაც მოითხოვა საკითხის განხილვა ევროკავშირის ლიდერების დონეზე. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ სანქციების საკითხს მიმდინარე კვირაში ევროკავშირის სამიტზე წამოჭრის იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი. სანქციები შემოიღეს 2014 წლის ივლისსა და სექტემბერში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერაზე რეაგირებისას.

XS
SM
MD
LG