Accessibility links

ობამა: „ისლამური სახელმწიფოს“ წინაღმდეგ სტრატეგია სწორია, მეტი წინსვლაა საჭირო


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყსა და სირიაში მის მიერ დაკავებული ტერიტორიების დიდი არეალი დაკარგა, მაგრამ საჭიროა მეტი წინსვლა, რათა ექსტრემისტული დაჯგუფების წინააღმდეგ მოქმედება დაჩქარდეს. ეს ობამამ განაცხადა პენტაგონში რეპორტიორებთან საუბრისას და თქვა, რომ დაავალა თავდაცვის მინისტრს, ეშ კარტერს, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავროს და უზრუნველყოს მეტი სამხედრო მონაწილეობა სხვა ქვეყნების მხრიდან აშშ-ის მეთაურობით მოქმედ კოალიციაში, რომელიც ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“. მან რეპორტიორებს უთხრა, რომ აშშ-ის სტრატეგია ითვალისწინებს სამხედრო ლიდერების მოსპობას, უშიშროების ძალების გაწვრთნას სხვა ქვეყნებში დაექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსების და პროპაგანდის შეჩერებას.

XS
SM
MD
LG