Accessibility links

logo-print

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო რუსეთში გამოძიება მიმდინარეობს 1600 ინდივიდუალური პირისა და ორგანიზაციისსაქმეზე


რუსეთის უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიებარადიკალურ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 1600 ინდივიდუალური პირისა და ორგანიზაციის საქმეზე. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის უფროსის ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, 15 დეკემბრის მონაცემებით, იდენტიფიცირებულია რუსეთის 2900 მოქალაქე, რომლებიც ექსტრემალური დაჯგუფების საქმიანობაში არიან ჩართულნი ერაყსა და სირიაში. ბორტნიკოვის განცხადებით, 198 მათგანი ბრძოლის დროს უკვე დაიღუპა, 41 პირი კი დააკავეს. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ 5 000-დან 7 000-მდე რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქე შეუერთდა რადიკალურ დაჯგუფებებს.ბორტნიკოვის განცხადებით, საფრთხე რეალურად გაიზარდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში დაიწყო აქტიური საჰაერო დაბომბვის კამპანია.

XS
SM
MD
LG