Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი აქტივისტი კირილ ბარაბაში


მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი აქტივისტი, ანტიკორუფციული რეფერენდუმის ჩატარების საინიაციტივო ჯგუფის წევრი კირილ ბარაბაში. მისი მეუღლე დარია კუჩერიავაია ამბობს, რომ ბარაბაში პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს მათი ბინის გაჩხრეკის შემდეგ. დაკითხვას აქტივისტის დაკავება მოჰყვა. მისი მეუღლის თქმით, ბარაბაში ეჭვმიტანილია ექსტრემიზმთან დაკავშირებულ დანაშაულში. ანტიკორუფციული რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს, რომლის წევრიც ის არის, წინათ ეწოდებოდა „ხალხის ნების არმია“, რომელიც რუსეთში 2010 წელს ექსტრემისტულად გამოაცხადეს და აკრძალეს.

XS
SM
MD
LG