Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 დეკემბერს მოელიან ევროკომისიის ანგარიშს ვიზების ლიბერალიზაციის გეგმის შესრულებაზე


ცნობების თანახმად, ევროკომისია 18 დეკემბერს გამოაქვეყნებს ანგარიშს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ანგარიშის გამოქვეყნების პარალელურად, ელჩი იანოშ ჰერმანი თბილისში პრესკონფერენციას გამართავს. ევროკომისიას 15 დეკემბერს უნდა გამოექვეყნებინა ანგარიში საქართველოსა და უკრაინის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე, მაგრამ გამოქვეყნება რამდენიმე დღით გადადო.

XS
SM
MD
LG