Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა აშშ-ს „სერიოზულ სამხედრო პროვოკაციაში“ დასდო ბრალი


ჩინეთმა აშშ-ს „სერიოზულ სამხედრო პროვოკაციაში“ დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ორმა B-52 ტიპის ბომბდამშენმა გადაიფრინა სამხრეთ ჩინეთის ზღვის ერთ-ერთი კუნძულის მახლობლად. ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ ინციდენტი 10 დეკემბერს მოხდა. ვაშინგტონმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ ის რუტინულად ატარებს საწვრთნელ ფრენებს ამ რეგიონში და რომ სწავლობს ჩინეთის საჩივარს.

XS
SM
MD
LG