Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაში მისი დიდი წვლილია


„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაში დიდია მისი წვლილი. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, რუსეთის მხარემ მასთან საუბრისას ჯერ კიდევ შარშან ივნისში გამოთქვა მზადყოფნა სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე. ბურჯანაძემ დასძინა, რომ მოსკოვი მზად არის, საერთოდ გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. „რუსეთი მზად არის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სავიზო რეჟიმის გაუქმებისკენ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება არ უნდა დაელაპარაკოს პუტინს პატარა ბავშვივით, რომ სწორი ნაბიჯებით მიდიხარ და კარგად იქცევიო“, განაცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

XS
SM
MD
LG