Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: ვიცე-პრემიერის თანამდებობას დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას პრეზიდენტსა და ყველა სახელისუფლებო სტრუქტურასთან ექნება კონსტრუქციული დამოკიდებულება გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვიცე-პრემიერის თანამდებობას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. "მაქსიმალურად შევეცდები, რომ ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას შორის იყოს სამუშაო ურთიერთობა. მე არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა ცუდი ურთიერთობა პრეზიდენტთან. ბევრჯერ შევსწრებივარ სამუშაო სიტუაციას, თუმცა გარკვეული დელიკატური მომენტები იყო", - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ მთავრობის ამ შემადგენლობით გააგრძელოს მუშაობა, შესაძლოა მოხდეს ცვლილებებიც.

XS
SM
MD
LG