Accessibility links

თეირანი უკმაყოფილოა ვაშინგტონის გადაწყვეტილებით სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებით


ირანი სამაგიეროს გადახდით დაემუქრა შეერთებულ შტატებს, თუ ვაშინგტონი დაარღვევს ბირთვული იარაღის შესახებ გარიგებას და დააწესებს სავიზო შეზღუდვებს. ამის შესახებ 28 დეკემბერს განაცხადეს თეირანში. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასულ კვირას ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ირანის მოქალაქეების ან ირანში მყოფი პირებისათვის სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. შეზღუდვები ვრცელდება სირიის, ერაყისა და სუდანის მოქალაქეებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მიზნად ისახავს პოტენციური ტერორისტების დაბლოკვას, თეირანი ამტკიცებს, რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით სანქციების დაწესებას ნიშნავს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰუსეინ ჯაბერ ანსარის განცხადებით, „მიუღებელია ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მათ ზურგს უკან არის დამტკიცებული და აუცილებლად მოჰყვება მას საპასუხო რეაქცია თეირანის მხრიდან“. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო პარიზსა და კალიფორნიაში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან. ირანზე შეზღუდვები დაწესდა ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, რომელიც თეირანს „ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად“ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG