Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობის მეთაური გათავისუფლებულ რამადიში ჩავიდა


ერაყის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ექსტრემისტული ორგანიზაცია“ ისლამური სახელმწიფოსაგან“ განთავისუფლებულ ქალაქ რამადიში პრემიერ-მინისტრ ჰეიდარ ალ-აბადის ჩასვლის კადრები. ერაყის არმიის სარდალმა გენერალმა აჰმედ ალ ბელავიმ რეპორტიორებს უთხრა, რომ პრემიერ-მინისტრმა განთავისუფლებულ ქალაქში მოგზაურობა, უსაფრთხოების სამსახურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. ერაყის არმიამ, აშშ-ის საავიაციო მხარდაჭერით ექსტრემისტებისგან გაანთავისუფლა რამადის ცენტრი და სახელმწიფო დროშა აღმართა სამთავრობო რეზიდენციაზე. თუმცა, „ისლამური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ მისი მებრძოლები კვლავ აკონტროლებენ ქალაქის უჯრედებს.

XS
SM
MD
LG