Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის განახლებული შემადგენლობა პირველ სხდომას გამართავს


საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დღეს პირველ სხდომას გამართავს. მას პირველად უხელმძღვანელებს, პრემიერ-მინისტრის რანგში, გიორგი კვირიკაშვილი. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომა 12:00 საათზე გაიმართება. მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 38 საკითხს განიხილავს. პარლამენტმა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა 29 დეკემბერს დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე უყარა. მთავრობას ნდობა 86-მა დეპუტატმა გამოუცხადა, 28 კი წინააღმდეგ წავიდა. გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა".

XS
SM
MD
LG