Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს კვლავ აკრიტიკებენ სირიაში სამოქალაქო პირების დახოცვის გამო


რუსეთი კვლავ კრიტიკის სამიზნე გახდა 29 დეკემბერს იმის გამო, როგორც აშშ უწოდებს, რომ მისი ავიაცია "განურჩევლად" ბომბავს სირიას, რის შედეგადაც იხოცება სამოქალაქო მოსახლეობა და ზარალდება სამშვიდობო პროცესი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარკ ტონერმა ხაზი გაუსვა არასამათავრობო ჯგუფების ამასწინანდელ უკიდურესად საგანგაშო ანგარიშს, რომ რუსეთის საავიაციო იერიშების დროს იხოცება ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მაშველები, იბომბება სამედიცინი შენობები, სკოლები, ბაზრები. სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ამის თაობაზე თავისი შეშფოთება გამოხატა რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს. კერიმ ასევე დაიჩივლა ლავროვთან იმ საჰაერო დარტყმის თაობაზე, რომლის დროსაც მოკლეს ზაჰრან ალუში, სირიელ მეამბოხეთა ცნობილი ლიდერი, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებს ემხრობოდა. ალუში საუდის არაბეთის მხარდაჭერით მოქმედი დაჯგუფების ლიდერი იყო. ტონერის თქმით, ისეთებზე თავდასხმა, ვინც შეიძლება სამშვიდობო პრცესის ნაწილი გახდეს და უდანაშაუალო მოქალაქეების დახოცვა, ძირს უთხრის სირიის იკონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების მცდელობას.

XS
SM
MD
LG