Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგებთან გასამკლავებელ ზომებზე მსჯელობს


დიდთოვლობით გამოწვეული სიტუაციის შესასწავლად საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ქვეყნის დასავლეთში გაემგზავრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი.
დასავლეთ საქართველოში იმყოფებიან ენერგეტიკის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლებიც. უამინდობით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად აუცილებელ ზომებზე მთავრობის ადმინისტრაციაში იმსჯელეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელებმა. დასავლეთ საქართველოში ბოლო 3 დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა თოვლმა და ქარბუქმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და საავტომობილო მიმოსვლა შეაფერხა. უამინდობამ შეაფერხა ქუთაისის აეროპორტის მუშაობაც.

XS
SM
MD
LG