Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძემ ექსპერტებს „გაზპრომთან“ მოლაპარაკების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა


12 იანვარს ოცამდე ექსპერტი შეხვდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ, ვიცე-პრემიერს კახა კალაძეს, რომელმაც სტუმრებს რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. "რაც ახლა მოვისმინეთ, იმაში თითქოს საგანგაშო არაფერია, საუბარია ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსებაზე", - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, მთავარი პრობლემა არის ის, რომ პროცესი მიმდინარეობს რამდენიმე თვეა, გაჩნდა უამრავი კითხვა და პასუხად იყო აგრესია. 11 იანვარს კალაძემ „მარაზმი“ უწოდა კომპანია „გაზპრომთან“ მიმდინარე საიდუმლო მოლაპარაკების თაობაზე ოპონენტების კრიტიკას. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე დაიბარა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ," რომელიც საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუ ხელისუფლება არ გაასაჯაროვებს მიმდინარე მოლაპარაკებას „გაზპრომთან“.

XS
SM
MD
LG