Accessibility links

logo-print

მიმდინარეობს გამოძიება ვან დეიკის ნახატის საქმეზე


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება დიდი ფლანდრიელი მხატვრის, ანტონი ვან დეიკის ნახატის გარშემო. „ინტერპრესნიუსის“ სააგენტო, საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნივთის საზღვარზე უკანონოდ გადატანას. საუბარია საქართველოს ერთ-ერთი კერძო კოლექციიდან ვან დეიკის ნახატის უკანონო გატანაზე თურქეთში, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. თურქეთის მედიის ცნობით, ნახატის ღირებულება 14 მილიონს ამერიკულ დოლარს შეადგენს.

XS
SM
MD
LG