Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში რელიგიური სკოლები დახურეს და ექსტრემისტების ლიდერი დააკავეს


პაკისტანში დახურეს რამდენიმე რელიგიური სკოლა, რომელიც ეკუთვნის ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ჯაიშ-ე-მოჰამედს“. ამის შესახებ აცხადებენ პაკისტანელი ოფიციალური პირები. მათივე 15 იანვრის განცხადებით, პოლიციის რეიდის დროს 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ქალაქ დასკის მახლობლად მდებარე მეჩეთსა და სასულიერო სასწავლებელში. რელიგიური სკოლების დახურვამდე, მიმდინარე კვირაში დააკავეს აკრძალულ ორგანიზაცია „ჯაიშ-ე-მოჰამედის“ რამდენიმე წევრი, მათი ლიდერის, მაულანა მასუდ აჟარის, ჩათვლით. ინდოეთი აცხადებს, რომ 2 იანვარს ამ ორგანიზაციამ მოაწყო თავდასხმა პათანკოტის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, რომელიც პაკისტანის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. თავდასხმის შედეგად შვიდი ინდოელი ჯარისკაცი და ექვსივე თავდამსხმელი დაიღუპნენ. ამის შემდეგ ინდოეთმა და პაკისტანმა გადადეს 15 იანვრისათვის დაგეგმილი მოლაპარაკება.

XS
SM
MD
LG