Accessibility links

logo-print

კანცელარიასთან იმართება აქცია „არა გაზპრომს“


თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით „არა გაზპრომს“. აქცია-კონცერტის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის Defend Liberty, ჩვენი თავისუფლება, საზოგადოებრივი ინიციატივა, ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი, უსაფრთხოების საკითხების კვლევის ინსტიტუტი, სამოქალაქო ალტერნატივა, ევროპული კვლევების ინსტიტუტი. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ „გაზპრომს“ რუსეთის ხელისუფლება პოლიტიკურ იარაღად იყენებს და შესაბამისად, ამ კორპორაციასთან კავშირების გაღრმავება საქართველოსთვის პოლიტიკურ საფრთხეებს შეიცავს.

XS
SM
MD
LG