Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერი „შეშფოთებულია“ საუდის არაბეთსა და ირანს შორის დაძაბულობით


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა თავისი „ღრმა შეშფოთება“ გაუზიარა საუდის არაბეთის მეფე სალმანს ირანთან საუდის არაბეთის ურთიერთობის გაუარესების გამო. პაკისტანის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, შარიფმა ამ საკითხზე ისაუბრა 18 იანვარს რიადში ვიზიტის დროს. საუდის არაბეთში ნავაზ შარიფის ვიზიტი ემსახურება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ძალისხმევას. 19 იანვარს კი შარიფი ირანში ჩადის ამ ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შესახვედრად. საუდის არაბეთმა და მისმა რამდენიმე მოკავშირე არაბულმა ქვეყანამ იანვრის დასაწყისში ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები შეიჭრნენ ირანში საუდის არაბეთის დიპლომატიურ მისიებში. დემონსტრანტების პროტესტი გამოიწვია საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირის, ნიმრ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯა. სუნიტური მონარქიის მიერ მართულ საუდის არაბეთსა და შიიტურ ირანს შორის უთანხმოებას იწვევს სხვა საკითხებიც, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირება იემენში. პაკისტანის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სუნიტები შეადგენენ, მაგრამ შიიტების რაოდენობაც დიდია.

XS
SM
MD
LG