Accessibility links

logo-print

ერაყის პოლიცია ეძებს ბაღდადში დაკარგულ სამ ამერიკელს


ერაყში ეძებენ სამ ამერიკელს, რომელთა ადგილსამყოფელი უკვე მესამე დღეა უცნობია. ერაყელი პარლამენტარების ინფორმაციით, სამივე მძევლად იქნა აყვანილი. პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრის, მოჰამედ ალ-ქარბულის ცნობით, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა სამი ამერიკელი 16 იანვარს შეიპყრეს ბაღდადში, კერძო ბინაში. დორის რაიონში, სადაც ინციდენტი მოხდა, პოლიცია პატრულირებს და იუწყებიან, რომ ქალაქის თავზე ვერტმფრენები დაფრინავს. ამერიკელი ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ბაღდადში სამი ამერიკელი დაიკარგა.

XS
SM
MD
LG