Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში აღნიშნავენ მუბარაქის მმართველობის დამხობის მეხუთე წლისთავს


ეგვიპტეში აღნიშნავენ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დამხობით დასრულებული სახალხო ამბოხების მეხუთე წლისთავს. გამკაცრებულია უშიშროების ზომები კაიროს ცენტრში, სადაც ხუთი წლის წინ დემოკრატიზაციის მოთხოვნით იკრიბებოდა ათიათასობით ახალგაზრდა. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ, რომელიც 2014 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში, 2013 წელს ისლამისტი პრეზიდენტის, მოჰამად მურსის დამხობის შემდეგ ათასობით ისლამისტი და დემოკრატიის მომხრე ათობით აქტივისტი დააპატიმრა. ბოლო ორი დღის გამოსვლების დროს, ელ-სისიმ პირობა დადო, რომ მკაცრი ზომებით უპასუხებს ყოველგვარ არეულობას.

XS
SM
MD
LG