Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსი აქტივისტი ევროკავშირს მოუწოდებს, არ გააუქმოს მინსკის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები


ბელორუსიის ოპოზიციის ერთ-ერთი წამყვანი აქტივისტი ალეს ბელიაცკი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს ეკონომიკური სანქციებით ზეწოლა ბელორუსიის ლიდერზე ალექსანდრ ლუკაშენკოზე, მის მიერ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო თავისუფლებათა შესახებ ოფიციალურად გაკეთებული განცხადებების გამო. ბელიაცკი, რომელმაც ციხეში სამი წელი დაჰყო შეთითხნილი ბრალდებების გამო, ბრიუსელში იმყოფება აქტივისტ ჟანა ლიტვინასთან ერთად. ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ ევროკავშირის ლიდერები, გააგრძელონ ეკონომიკური სანქციები, რომლებსაც ვადა მარტის თვეში ეწურება. გასული წლის ოქტომბერში ევროკავშირმა 170 ბელორუსი მოხელისა და სამი კომპანიის მიმართ დროებით შეაჩერა სანქციები, რომლებიც ბრიუსელმა მინსკს დემოკრატიული და სამოქალაქო ინსტიტუტების რეპრესიების პასუხად დაუწესა.

XS
SM
MD
LG