Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა ასტრონავტი ედგარ მიტჩელი


85 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი ასტრონავტი ედგარ მიტჩელი, რომელიც მეექვსე ადამიანი იყო, ვინც მთვარზე დადგა ფეხი. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, მიტჩელი ფლორიდაში, ვესტ პალმ ბიჩზე 4 თებერვალს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც „აპოლო 14“ ის ეკიპაჟის წევრმა, მიტჩელმა 1971 წელს ექსპერიმენტების ჩასატარებლად 9 საათზე მეტი დაჰყო მთვარის ზედაპირზე. მიტჩელი იყო რამდენიმე წიგნის ავტორი, მათ შორის ბესტსელერისა სახელწოდებით „მკვლევარის გზა“.

XS
SM
MD
LG