Accessibility links

logo-print

სასამართლომ ნავალნის უარი უთხრა პუტინის საწინააღმდეგო სარჩელის განხილვაზე


მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციონერ აქტივისტ ალექსეი ნავალნის უარი უთხრა რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული სარჩელის განხილვაზე. ალექსეი ნავალნი სარჩელში აცხადებდა, რომ 2015 წლის ოქტომბერში ვლადიმირ პუტინმა 1,7 მილიარდი დოლარი გამოუყო რუსულ ჰოლდინგ „სიბურს“, რომლის ერთ-ერთი აქციონერი, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილის კატერინა ტიხონოვის ქმარი, კირილ შამალოვია. სასამართლომ დაასკვნა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიხედვით, განცხადება არ ექვემდებარება განხილვას.

XS
SM
MD
LG