Accessibility links

logo-print

კუბაში გაიმართა პაპისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის შეხვედრა


კუბაში, ჰავანაში გაიმართა რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის, პაპ ფრანცისკესა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, კირელეს შეხვედრა. ეს ამ ორი ეკლესიის მეთაურების პირველი შეხვედრაა მრავალსაუკუნოვანი სქიზმის განმავლობაში. ჰავანის აეროპორტში გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია: „ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთი აფრიკის ბევრს ქვეყანაში,ჩვენი ქრისტესმიერი ძმების და დების, მთელი ოჯახები, სოფლები და სალოცავები სრულიად განადგურდა... მათი ეკლესიები ბარბაროსულად მოსპეს და გაძარცვეს, მათი წმინდა ნივთები შებილწეს, მათი ქანდაკებები დაამხეს“. კუბაში შეხვედრის შემდეგ ორი ეკლესიის მეთაურებმა ასევე განაცხადეს, რომ ექსტრემისტული გაერთიანება, „ისლამური სახელმწიფო“ სდევნის და ერჩის არა მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ ერთმორწმუნე მაჰმადიანებსაც. ფრანცისკემ და კირილემ ისაუბრეს ასევე უკრაინის უნიატური ეკლესიის თემაზე.

XS
SM
MD
LG