Accessibility links

ევროკავშირმა ბელორუსიას სანქციების უმეტესობა გაუუქმა


ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვეტილება მიიღეს ბელორუსიისთვის დაწესებული სანქციების დიდი ნაწილი გააუქმონ, მაგრამ ძალაში რჩება იარაღის ემბარგო. გადაწყვეტილება მოჰყვა ბოლო ხნის "დათბობას" ურთიერობაში ბრიუსელსა და მინსკს შორის. ზოგიერთი სანქცია 2004 წელს იყო დაწესებული და მათი მიზანი მინსკის დასჯა იყო უფლებების დარღვევის გამო. ლუკაშენკას ადმინისტრაციამ დასავლეთის გული მოიგო აგვისტოში პოლიტპატიმრების განთავისუფლებით და უკრაინის გარშემო მოლაპარაკებისთვის მასპინძლობის გაწევით. გადაწყვეტილების კრიტიკოსები გაფრთხილებით გამოდიან, რომ საჭიროა მინსკზე ზეწოლის გაგრძელება, რათა გატარდეს დემოკრატიული რეფორმები.

XS
SM
MD
LG