Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ კამერონი ბრიუსელში მოლაპარაკებებს იწყებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი დღეს ბრიუსელში შეხვდება ევროპარლამენტის წარმომადგენლებს და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერს. კამერონი იმედოვნებს, მიიღოს მხარდაჭერა მის იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რაც ევროკავშირის რეფორმას შეეხება. მხოლოდ ამ საკითზე შეთანხმებაზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირში. ორშაბათს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ საკმაოდ დიდია საშიშროება, რომ ბრიტანეთმა დატოვოს ევროკავშირი. კავშირში დარჩენის თაობაზე რეფერენდუმი ბრიტანეთში 2017 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG