Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტებმა კოსოვოში მოითხოვეს მთავრობის გადადგომა


კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში 18 თებერვალს ოპოზიციის ათასობით მომხრე შეიკრიბა. ისინი გადაგომისაკენ მოუწოდებდნენ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის კონსტიტუციის ხელყოფით სერბიასა და ჩერნეგორიასთან ხელმოწერილი გარიგებისათვის ადანაშაულებს.საპროტესტო აქციაზე, რომელიც კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების მერვე წლისთავს დაემთხვა, ქვეყნის ყველა მხრიდან ჩამოვიდნენ ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანები. გასულ წელს კოსოვომ და სერბიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც კოსოვოში მცხოვრებ სერბებისათვის მეტი უფლებების მინიჭებას ითვალისწინებს. გასული წლის დეკემბერშისაკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ამ შეთახმების ნაწილი.

XS
SM
MD
LG