Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანი: „სამხედრო დაძაბულობა საფრთხეა სირიაში მშვიდობის დამყარების მცდელობისთვის


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ სირიაში სამხედრო მოქმედების გააქტიურება საფრთხეს უქმნის ზავს და სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელებას. ამის თაობაზე ბანმა განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელზეც წარადგინა ანგარიში სირიის სამშვიდობო პროცესის გზამკვლევის შესახებ დეკემბრის რეზოლუციის განხორციელების შესახებ. რეზოლუციას მიემხრო 17 სახელმწიფო, რომლებიც სირიის კონფლიქტში სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან. ეს ქვეყნები შეთანხმდნენ სირიაში ერთ კვირაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ბანის თანახმად სირიის მთავრობამ, ასევე რუსეთის ავიაციამ, და თურქეთის არმიამ, გააგრძელეს სამხედრო მოქმედება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა არეალში.

XS
SM
MD
LG