Accessibility links

logo-print

კიევში რადიკალებმა ქვები დაუშინეს რუსულ ბანკებს


კიევის ცენტრში კომუფლირებულ სამხედრო ფორმიანი უცნობები კარვების დადგმას შეეცადნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა, მცირე შეტაკებას ჰქონდა ადგილი. იუწყებიან, რომ ორგანიზაცია „მემარჯვენე სექტორის“ წარმომადგენლებმა დაიკავეს სასტუმრო „კოზაცკაიას“ სააქტო დარბაზი და გაავრცელეს განცხადება, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. შაბათს კიევში გაიმართა ღონისძიებები, „მაიდნის“ სისხლიანი მოვლენების მეორე წლისათვის აღსანიშნავად. ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო „ზეციური ასეულის“, იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც კიევის ცენტრში ორი წლის წინ პოლიციის სპეცრაზმთან შეტაკების დროს დაიღუპნენ. იუწყებიან, რომ მემარჯვენე რადიკალებმა ამ დღეს ქვები დაუშინეს რუსულ ბანკ „სბერბანკისა“ და „ალფა-ბანკის“ ოფისებს.

XS
SM
MD
LG