Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები თვლიან, რომ მაკედონია არ არის მზად „სარწმუნო“ არჩევნების ჩატარებისთვის


აშშ-ის და ევროკავშირის დიპლომატები თვლიან, რომ იუგოსლავიის ყოფილმა რესპუბლიკა მაკედონიამ არ გაკეთა საკმარისი იმისთვის, რომ ჩაეტარებინა „სარწმუნო“ საპარლამენტო არჩევნები, რომელიც აპრილისთვისაა დაგეგმილი. გარდამავალი პერიოდის პრემიერ-მინისტრს, ემილ დიმიტრიევს, ევროკავშირის ელჩმა აივო ორავმა და ჯეს ბეილიმ მისწერეს ერთობლივი წერილი, რომელშიც ისინი ეთანხმებიან ვითარების შესახებ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ შეფასებას. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, სოციალ დემოკრატებმა, მუქარა გამოთქვა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნებს, რადგან არ სჯერა, რომ სამართლიანი და თავისუფალი კენჭისყრის პირობები შექმნილია ქვეყანაში. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირის მხარდაჭერით მიღწეული შეთანხმების ნაწილია. შეთანხმება შედგა მთავრობასა და ოპოზიციას შორის.

XS
SM
MD
LG