Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ავღანელი მიგრანტი ჩავიდა საბერძნეთში


ათასობით მიგრანტი კვლავ ჩავიდა საბერძნეთში მას მერე, რაც მაკედონიამ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, არ შეუშვა ისინი ქვეყანაში. ცნობით, 22 თებერვალს ხუთი ათასი ადამიანი იმყოფება იდომერიში, ან ავტობუსებში, მაკედონიის საზღვართან, ოთხი ათასი კი პირეუსის ნავსადგურში ჩავიდა. მაკედონიის თანახმად, ის უშვებს მხოლოდ სირიელებს და ერაყელებს, რადგან ავღანელებს, შემდგომ, სერბია არ რთავს ნებას. ბელგრადს არ განუმარტავს, რატომ არ უშვებს, ან უშვებს თუ არა ავღანელეის თავის ტერიტორიაზე. დღემდე ავღანელებს სირიელებისა და ერაყელების მსგავსად ატარებდნენ საზღვარზე. ავსტრიამ გასულ კვირაში დაადგინა, რომ თითო კვირაში 80 ლტოლვილს დააკმაყოფილებს, რადგან შიშობს, რომ ბალკანეთის მარშრუტზე შეიძლება „დომინოს ეფექტი“ მოხდეს.

XS
SM
MD
LG