Accessibility links

logo-print

გერმანია კიევს მოუწოდებს რეფორმებისაკენ, მმართველ წრეებში უთანხმოების მიუხედავად


გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 23 თებერვალს კიევში განაცხადა, რომ უკრაინის მმართველ კოალიციაში პოლიტიკურ პარტიებს შორის დავამ არ შეიძლება მთავრობას ხელი შეუშალოს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაში. შტაინმაიერმა კიევში, უკრაინისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ ჯერ კიდევ გადასადგმელია მთავარი ნაბიჯები მინსკის შეთანხმების განხორციელების მიმართულებით. მისივე თქმით, რუსეთიც მზად უნდა იყოს მინსკის შეთანხმების შესასრულებლად. კიევი აცხადებს, რომ რუსეთი არღვევს მინსკის შეთანხმებას, რადგან აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დასახმარებლად აგზავნის ჯარისკაცებსა და იარაღს. ამასთან უკრაინას, თავის მხრივ, ჯერ არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ უკრაინაში რეგიონების ავტონომიის გაზრდას და იქ ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას.

XS
SM
MD
LG