Accessibility links

logo-print

მოსამართლე მამუკა ახვლედიანი გაასაჩივრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას


მოსამართლე მამუკა ახვლედიანი სასამართლოში გაასაჩივრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. ახვლედიანმა დღეს თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, რადგან ბრძანება, რომელსაც ედავებიან, ერთი წლის წინ გასცა. მამუკა ახვლედიანის თქმით, სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანება, როგორც წესი, გაცემისთანავე, დაუყოვნებლივ ეცნობება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
მამუკა ახვლედიანი თბილისის სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 22 თებერვალს გაათავისუფლა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. მან მიზეზად დაასახელა ახვლედიანის მიერ საბჭოს კომპეტენციაში არსებული საკითხების ერთპიროვნულად გადაწყვეტა. თავად მამუკა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ საბჭოს მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო სდევნიან.

XS
SM
MD
LG