Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელმა ქურთებმა "ისლამური სახელმწიფოს" ტყვეობიდან იხსნეს შვედი მოზარდი გოგო


ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ქურთების ავტონომიური რეგიონის წარმომადგენლების განცხადებით, ერაყელი ქურთების სპეცდანიშნულების რაზმმა გაათავისუფლა შვედი მოზარდი გოგონა, რომელიც ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს ჰყავდათ დატყვევებული. ქურთი ოფიციალური პირების ცნობით, რომელიც 23 თებერვალს გავრცელდა, 16 წლის გოგონა 2015 წელს ჩავიდა შვედეთიდან სირიაში და იქიდან გადავიდა ერაყის ტერიტორიაზე. ცნობის თანახმად, გოგონა 17 თებერვალს გაათავისუფლეს მოსულის მახლობლად.

XS
SM
MD
LG