Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ წარმოადგინა გუანტანამოს საპატიმროს დახურვის გეგმა


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას აზრით, შეერთებული შტატების სამხედრო საპატიმრო, რომელიც კუბაში, გუანტანამოს ყურეში მდებარეობს, კი არ ემსახურება, არამედ ძირს უთხრის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, ის ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ფასეულობებს და ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს საზღვარგარეთ. ობამამ ეს შეფასებები გამოთქვა 23 თებერვალს, გუანტანამოს საპატიმროს დახურვის გეგმაზე საუბრისას. შეერთებული შტატების განცხადებით, 35 პატიმარს გუანტანამოდან გადაიყვანენ სხვა ქვეყნებში და დაჩქარდება დარჩენილი პატიმრების საქმეების გადასინჯვა იმის დასადგენად, მიზანშეწონილია თუ არა მათი გადაყვანაც. გეგმა, რომელსაც ძლიერი წინააღმდეგობა ხვდება კონგრესში, ითვალისწინებს დარჩენილი პატიმრების შეერთებულ შტატებში გადაყვანას და 475 მილიონამდე დოლარის გამოყოფას ხარჯების დასაფარად.

XS
SM
MD
LG