Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას გდანსკში 20 ათასამდე ადამიანმა გამართა მიტინგი ლეხ ვალენსას მხარდასაჭერად


კვირას გდანსკში 20 ათასამდე ადამიანმა გამართა მიტინგი ლეხ ვალენსას მხარდასაჭერად. მიტინგი, რომლის ლოზუნგია „კედლად აღმართული პოლონელები - ვალენსას მხარდასაჭერად“, მოაწყო დემოკრატიის დაცვის კომიტეტმა. თავად ვალენსამ უარი თქვა აქციაში მონაწილეობაზე. შაბათს ვარშავაში, სხვადასხვა ინფორმაციით, 30-დან 80 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში სახელწოდებით „ჩვენ - ხალხი!“, რომელიც ასევე ვალენსას მხარდასაჭერად გაიმართა. ამჟამად პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტში მიმდინარეობს კვლევა, რომლის მიზანია, დაადგინოს, გააყალბეს თუ არა პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის სპეცსამსახურებმა დოკუმენტები, რომლებიც ეხება პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ნობელის პრემიის ლაურეატის მათთან თანამშრომლობას.

XS
SM
MD
LG