Accessibility links

ლევან მურუსიძემ დაასახელა თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელობის კანდიდატები


თბილისის საქალაქო სასამართლოს და მისი კოლეგიების თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ. მან საბჭოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურა, სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარედ სერგო მეთოფიშვილის, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ გიორგი ებანოიძის და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომების კოლეგიის თავმჯდომარედ რევაზ ნადარაიას კანდიდატურა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის ინიციატივა იყო, რომ კანდიდატები დღესვე აერჩიათ, რასაც წინააღმდეგობა გაუწია საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა. მისი განცხადებით, ლევანის მურუსიძის მიერ კანდიდატების წარდგენა მოულოდნელი იყო, რადგან საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არ ყოფილა. მჭედლიშვილმა საბჭოს მიმართა, საკითხის განხილვა რამდენიმე დღით გადაედოთ. საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს და მისი კოლეგიების თავმჯდომარეთა არჩევა 4 მარტისთვის გადადო.

XS
SM
MD
LG