Accessibility links

logo-print

ერაყში, სულ ცოტა, 14 ადამიანი დაიღუპა შიიტებზე თავდასხმის შედეგად


ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, 14 ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთში მდებარე დიალის პროვინციაში, როცა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა შიიტებს შორის. ჯერ არავის აუღია პასუხისმგებლობა ბაღდადიდან 80-მდე კილომეტრში მდებარე მუყტადიაში მოწყობილ ამ თავდასხმაზე. ოფიციალურმა პირებმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოაცხადეს დიალის პროვინციაში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შესახებ, თუმცა ექსტრემისტები იქ მაინც არიან დარჩენილი. 29 თებერვლის ეს თავდასხმა მოჰყვა წინა დღეს ბაღდადის შიიტურ უბანში მოწყობილ ორ აფეთქებას, რომელთა შედეგადაც, სულ ცოტა, 73 ადამიანი დაიღუპა. ამ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ უშიშროების ძალებს მოუწოდა, გაააქტიურონ ძალისხმევა, რათა არ დაუშვან ტერორისტების თავდასხმა უდანაშაულო სამოქალაქო პირებზე.

XS
SM
MD
LG