Accessibility links

logo-print

უკრაინის არმია: სეპარატისტებმა ორი ჯარისკაცი მოკლეს


უკრაინის არმიის თანახმად, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა მეამბოხეებმა მისი ორი ჯარისკაცი მოკლეს. არმიის წარმომადგენლის, ანდრეი ლისენკოს თქმით, ხუთ მარტს, ქალაქ მარიუპოლთან, უკრაინელმა სამხედროებმა აღმოაჩინეს მეამბოხეთა მზვერავები. სროლის შედეგად, ლისენკოს თანახმად, კიდევ ხუთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა გასულ 24 საათში. შეტაკებები მოხდა მას მერე, რაც ჩაიფუშა ევროკავშირის შუამავლობით მცდელობა, თითქმის ორწლიანი კონფლიქტის დასასრულებლად მორიგებულიყვნენ. რუსეთი და უკრაინა ვერ შეთანხმდნენ სეპარატისტულ არეალებში არჩევნების ჩატარების თაობაზე. 2014 წლის აპრილის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში ცხრა ათასაზე მეტი პირი მოკლეს, ხოლო 21 ათასი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG