Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ომბუდსმენი: სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია


უკრაინელი მფრინავის და ვერხოვნა რადის დეპუტატის, ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განუცხადა სავჩენკოს დას, ვერას, რუსეთის პრეზიდენტის რწმუნებულმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ელა პამფილოვამ. პამფილოვამ სავჩენკო მოინახულა საპატიმროში, დონის როსტოვში,6 მარტს. მისი თქმით, სავჩენკოზე ვიზუალურ კონტროლი გრძელდება, მისი იძულებით კვების და სითხის შეყვანის აუცილებლობა ჯერ არ არის. სავჩენკო 2014 წლის ივლისში დააკავეს და ბრალად დასდეს ორი რუსი ჟურნალისტის სიკვდილთან კავშირი. შემდგომ ის რუსეთში გადაიყვანეს.3 მარტის სასამართლოს სხდომაზე სავჩენკომ განაცხადა რომ მშრალ შიმშილობას აცხადებს. იმ დღეს მოსამართლემ მას არ მისცა სიტყვის წარმოთქმის უფლება. ის მოითხოვს, დააბრუნონ უკრაინაში. ასეულობით დემონსტრანტი მონაწილეობდა კიევში რუსეთის საელჩოსთან გამართულ აქციაში, რომლის მონაწილეები სავჩენკოს განთავისუფლებას მოითხოვდნენ. მათ კვერცხები და ქვები დაუშინეს შენობას, ჩაამსხვრიეს ფანჯრები, მოგვიანბით დააზიანეს ავტომანქანები და დაწვეს რუსეთის დროშა. იქ მყოფი პოლიცია მათ ქმედებაში არ ჩარეულა.

XS
SM
MD
LG