Accessibility links

logo-print

ევროკავშირისა და თურქეთის ლიდერები ბრიუსელში მიგრანტთა კრიზისზე მსჯელობენ


ევროკავშირისა და თურქეთის ლიდერები 7 მარტს მიგრანტთა კრიზისთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს მართავენ. უმაღლესი დონის შეხვედრაში თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ მონაწილეობს. 28 წვერიანი კავშირი აპირებს მოუწოდოს თურქეთს, უკან დააბრუნოს ათასობით ის ემიგრანტი, რომლებიც არ აკმაყოფილებენ თავშესაფრის მიღების მოთხოვნებს. ნოემბრის თვეში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ანკარა შეთანხმდნენ ზომებზე, რომელმაც უნდა შეამციროს მიგრანტთა ნაკადი თურქეთში მათი განთავსებისათვის გამოყოფილი თანხის სანაცვლოდ. ამ კუთხით თურქეთმა გარკვეულ პროგრესს მიაღწია, თუმცა ბრიუსელი კვლავაც უკმაყოფილოა თავშესაფრის მაძიებელთა შედინებით. ყოველდღიურად თურქეთიდან საბერძნეთის გავლით 2000-მდე მიგრანტი ჩადის ევროპაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიგრანტთა ყველაზე დიდი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG