Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში იმედოვნებენ, რომ მარია შარაპოვა მონაწილეობას მიიღებს წლევანდელ ოლიმპიადაში


რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, შამილ ტარპიშჩევი, მოელის, რომ მარია შარაპოვა მონაწილეობას მიიღებს წლევანდელ ოლიმპიადაში, რომელსაც ბრაზილია უმასპინძლებს. ამ შინაარსის განცხადება ტარპიშჩევმა გააკეთა 8 მარტს - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ცნობილმა ჩოგბურთელმა, "გრენდ სლემის" ტურნირების ხუთგზის გამარჯვებულმა შარაპოვამ აღიარა, რომ იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობის დროს მის სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს. როგორც მან ლოს-ანჯელესში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ნივთიერება მელდონიუმი, რომელიც ანალიზის შედეგად მის ორგანიზმში აღმოჩნდა, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA-მ) ახლახან შეიტანა აკრძალულ პრეპარატთა სიაში. მელდონიუმს იყენებენ, მაგალითად, დიაბეტის მკურნალობისას და, ზოგი მკვლევრის შეფასებით, მას შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს ათლეტის სპორტულ შედეგებზე. მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ ის 1 იანვარს შეიტანა აკრძალული ნივთიერებების სიაში.

XS
SM
MD
LG