Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აცხადებს, რომ ავიაიერიშების შედეგად 45 ქურთი მეამბოხე დაიღუპა


თურქეთი აცხადებს, რომ, სულ ცოტა, 45 ქურთი მეამბოხე დაიღუპა ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის ავიაიერიშების შედეგად. ეს ოპერაცია მოჰყვა 13 მარტს ანკარაში მომხდარ აფეთქებას, რომელმაც 37 ადამიანი შეიწირა. თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებით, ხელისუფლება „თითქმის დარწმუნებულია“, რომ იერიში ქურთმა მეამბოხეებმა მოაწყეს. ანკარაში აფეთქების მომდევნო დღეს თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა დაბომბეს ქურთისტანის მუშათა პარტიის (პე-კა-კა-ს) პოზიციები ერაყში. თურქი სამხედროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემოწმება ჯერ ვერ ხერხდება.

XS
SM
MD
LG