Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი ქურთები აპირებენ ჩრდილოეთ სირიაში ფედერალური რეგიონის გამოცხადებას


სირიელი ქურთების ლიდერები აპირებენ ჩრდილოეთ სირიაში ცალკე ფედერალური რეგიონის გამოცხადებას. სირიელი ქურთების პოლიტიკურმა ჯგუფებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც მათ უარი უთხრეს მონაწილეობაზე ჟენევის მოლაპარაკებაში, რომელზეც სირიის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მოლაპარაკება გაეროს ეგიდით ტარდება. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესი“ დემოკრატიული კავშირის პარტიის წარმომადგენლის ნავაფ ხალილის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მისი პარტია არ მოითხოვს მხოლოდ ქურთების რეგიონის შექმნას - ის ემხრობა ფედერალიზმის მოდელს მთელი სირიისათვის. ხალილის განმარტებით, ჩრდილოეთ სირიაში, სადაც ქურთები ფედერალური რეგიონის გამოცხადებას აპირებენ, იქნებიან თურქმენებიც, არაბებიც და ქურთებიც. ხოლო საინფორმაციო სააგენტო "რეიტერის" ცნობით, მას ქობანის რაიონის ხელმძღვანელობის წევრმა, იდრის ნასანმა უთხრა, რომ ქურთები აპირებენ „ჩრდილოეთ სირიის ფედერაციის“ გამოცხადებას. დეკლარაციას მოელიან 16 მარტს ქურთების კონფერენციაზე, რომელიც ჩრდილოეთ სირიის ქალაქ რმეილანში იმართება.

XS
SM
MD
LG