Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მიმდინარეობს დუბაის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიება


სამხრეთ რუსეთში გამომძიებლები იკვლევენ დუბაის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებს. კატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა, 62 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი 19 მარტს, დილით ადრე ჩამოვარდა და დაიწვა, როცა დონის როსტოვის აეროპორტში ცდილობდა დაშვებას. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, მაქსიმ სოკოლოვმა 20 მარტს განაცხადა, მაშველებმა უკვე დაასრულეს მუშაობა ადგილზეო. გამომძიებლები ადასტურებენ, რომ მყისიერად დაიღუპნენ 55 მგზავრი და ეკიპაჟის შვიდი წევრი. გამოძიება ცდილობს დაადგინოს რა გახდა კატასტროფის მიზეზი - ტექნიკური პრობლემა, ცუდი ამინდი თუ პილოტის შეცდომა. მოსკოვში ავიაციის ექსპერტებმა შეისწავლეს შავი ყუთის ჩანაწერები და განაცხადეს, რომ ჩამწერი აპარატურა ძალიან იყო დაზიანებული. ჯერჯერობით გაურკვეველია შესაძლებელი თუა ჩანაწერის თუნდაც ნაწილის გამოყენება გამოძიებისთვის. მიმდინარეობს დაღუპულთა ამოცნობის პროცედურა.

XS
SM
MD
LG