Accessibility links

logo-print

გენერალი ბრიდლავი განაგრძობს საქართველოში ვიზიტს


აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპაში განთავსებული ჯარების სარდალი, გენერალი ფილიპ ბრიდლავი განაგრძობს თავის ორდღიან ვიზიტს საქართველოში. დღევანდელ პროგრამაშია შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან თინა ხიდაშელთან და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, ვახტანგ კაპანაძესთან. ბრიდლავი, რომელიც ნატოს ევროპაში მოქმედი ძალების სარდალიცაა, თბილისს გუშინ ესტუმრა. გუშინვე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელი გენერალი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა - საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და თვადაცვის სფეროში აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

XS
SM
MD
LG