Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პოლიციამ დააკავა „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევრები


თურქეთის პოლიციამ დააპატიმრა რუსეთისა და ცენტრალური აზიის ხუთი წარმომადგენელი, რომლებიც სირიაში მებრძოლი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებას გეგმავდნენ. 23 მარტს ქალაქ გაზიანთეფის აეროპორტში დაკავებულები რუსეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები აღიარებენ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG