Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: აშშ და მოკავშირეები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ბირთვულ სამიტზე, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება ვაშინგტონში, აშშ-ი და მისი მოკავშირეები შეაფასებენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმარულ საერთაშორისო ძალისხმევას. 26 მარტის საკვირაო რადიო და ინტერნეტ მიმართვაში, ობამამ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს ბრძოლას „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად, რომელიც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 22 მარტს მომხდარი ტერაქტების ორგანიზატორია.

XS
SM
MD
LG