Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ უარი უთხრა უდალცოვს, დროებით პირობით გაათავისუფლოს


რუსეთის ქალაქ ტამბოვის სასამართლომ უარი თქვა, ვადამდე-პირობით გაათავისუფლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სერგეი უდალცოვი, რომელიც, ეგრეთ წოდებული, „ბოლოტნაიას საქმის“ გამოა ბრალდებული. სასამართლომ კოლონიის ადმინისტრაციის მხარე დაიკავა. კოლონიამ განაცხადა, რომ უდალცოვმა არ მოინანია და არ იმსახურებს პატიმრობის დროს წახალისებას. სასჯელის მოხდის დროს უდალცოვს რამდენჯერმე გამოუცხადეს სასჯელი საწოლის არასწორი გასწორების და სხვისი მობილური ტელეფონის ბარათის გამოყენებისთვის. უდალცოვმა განაცხადა სასამართლოზე, რომ ბარათი მას კოლონიის ზედამხედველმა მისცა. ოპოზიციონერი ორჯერ იყო მოთავსებული იზოლატორში. მისი აზრით, უსაფუძვლო სასჯელების მიმართ პროტესტის ნიშნად მან გამოაცხადა შიმშილობა. 2014 წელს მოსკოვის სასამართლომ ბოლოტნაიას მოედანზე 2012 წელს მასობრივი არეულობის მოწყობის ორგანიზებისთვის უდალცოვს თანამოსაქმესთან ერთად ოთხი წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG